ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ისრაელმა ქალაქ ღაზაში იერიშის შედეგად ჰამასის სპიკერი, აბუ უბაიდა მოკლა

სოციალური მედია

ისრაელური გაზეთის, Israel Hayom-ის ინფორმაციით, პალესტინურმა წყარომ საუდის არაბეთის Al Arabiya-ს განუცხადა, რომ ქალაქ ღაზაზე ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) იერიშის დროს ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის სამხედრო ფრთის სპიკერი, აბუ უბაიდა მოკლეს. გამოცემის ცნობით, მისი სიკვდილი ოჯახის წევრებმა და ჰამასის მეთაურებმაც დაადასტურეს. 

Israel Hayom წერს, რომ ისრაელის საჰაერო ძალების მიერ ქალაქ ღაზაზე მიტანილი იერიშის მიზანი აბუ უბაიდას ლიკვიდირება იყო. დარტყმის დროს იგი ქალაქის რიმალის სამეზობლოში, თავის ბინაში, იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, იერიშის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა. 

ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ სპეცოპერაცია შინ ბეთმა და IDF-მა ჩაატარეს. გავრცელებული განცხადებით, იერიშის მიტანამდე ისრაელმა მრავალი ზომა მიიღო სამოქალაქო პირებისთვის ზიანის მიყენების შანსების შესამცირებლად, მათ შორის, ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალების, საჰაერო დაზვერვისა და დამატებითი სადაზვერვო ინფორმაციის გამოყენებით. 

კომენტარები