ჯურნალისტური ქარტიის განცხადებით, პირველად 2012 წლის შემდეგ ქარტია არჩევნების გაშუქებას მონიტორინგს არ გაუწევს.
"2012 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არ გაუწევს მონიტორინგს წინასაარჩევნო პერიოდში მედიასაშუალებების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას პოლიტიკური მიკერძოების გამოსავლენად და პროფესიულ სტანდარტებთან მისი შესაბამისობის დასადგენად.
ქართული ოცნების მიერ მიღებულმა რეპრესიულმა კანონებმა და მის მიერ მედიის მიმართ გატარებულმა დამაზიანებელმა პოლიტიკამ მსგავსი საქმიანობის განხორციელება წელს შეუძლებელი გახადა". - ნათქვამია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.





