ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ქალაქ ღაზაზე კონტროლის დამყარების გეგმა დაამტკიცა

Amir Cohen/Reuters

ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სამსახურმა დაადასტურა, რომ უსაფრთხოების კაბინეტმა დაამტკიცა პრემიერის გეგმა, რათა ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) კონტროლი დაამყაროს ქალაქ ღაზაზე.

უწყების მიხედვით, ისრაელი საბრძოლო ზონების გარეთ მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას მიაწვდის დამტკიცებული გეგმის ფარგლებში, რომელიც ნეთანიაჰუს "წინადადებას წარმოადგენს ჰამასის დამარცხების მიზნით".

პრემიერმინისტრის სამსახურის თქმით, კაბინეტის წევრების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ხუთი ძირითადი მოთხოვნის სიას, რომელსაც ისრაელი ჰამასთან ომის დასრულების წინაპირობად წარადგენს. უწყების ცნობით, სია შემდეგნაირია:

1. ჰამასის განიარაღება.

2. დარჩენილი 50 მძევლის დაბრუნება, რომელთაგანაც მიიჩნევა, რომ 20 ჯერ კიდევ ცოცხალია.

3. ღაზის სექტორის დემილიტარიზაცია.

4. ღაზის სექტორში უსაფრთხოების კონტროლი ისრაელის მიერ.

5. ალტერნატიული სამოქალაქო მმართველობის არსებობა, რომელიც არ იქნება არც ჰამასი და არც პალესტინის ადმინისტრაცია (PA). 

პრემიერმინისტრის სამსახურის განცხადებით, მინისტრთა უდიდესმა უმრავლესობამ განსაზღვრა, რომ უშიშროების კაბინეტისადმი წარდგენილი ალტერნატიული გეგმა ვერ უზრუნველყოფდა ჰამასის დამარცხებას ან მძევლების დაბრუნებას. 

გამოცემა Times of Israel-ის ინფორმაციით, გეგმის ფარგლებში, დიდი ალბათობით, საჭირო გახდება ქალაქ ღაზის ევაკუაცია, სადაც ამჟამად 800 000 ადამიანი ცხოვრობს. 

კომენტარები