რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე კომბინირებული იერიში მიიტანა.
ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.
"ამ მომენტისთვის სამაშველო სამსახურმა 6 ადამიანის დაღუპვა დაგვიდასტურა. მათგან 4 სვიატოშინის, ხოლო 2 სოლომენის რაიონში. დაღუპულთა შორის არის 6 წლის ბიჭი". – თქვა კიევის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა ტიმურ ტკაჩენკომ.
ტკაჩენკოს თქმით, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.
31 ივლისის იერიშის შედეგად კიევში დაშავდა 52 ადამიანი, მათ შორის 9 ბავშვი და 3 პოლიციის თანამშრომელი.
რუსულ იერიშს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი:
"დღეს სამყარომ კიდევ ერთხელ დაინახა რუსეთის პასუხი აშშ-სა და ევროპის მშვიდობისკენ სწრაფვაზე. ახალი საჩვენებელი მკვლელობები. ამიტომ მშვიდობა ძალდატანების გარეშე შეუძლებელია".





