გაერთიანებული სამეფო-ტაივანი

UK-ს თავდაცვის მინისტრი: მზად ვართ ტაივანის გამო ვიბრძოლოთ

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილმა განაცხადა, რომ თუ ტაივანთან დაკავშირებით კონფლიქტი დაიწყება, ბრიტანეთი წყნარ ოკეანეში საბრძოლველად მზად არის.

ჯონ ჰილი ჟურნალისტებს, ავსტრალიის ვიცეპრემიერ რიჩარდ მარლესთან ერთად, სამხედრო გემზე HMS Prince of Wales-ზე ესაუბრებოდა, რომელიც დარვინში აშშ-სა და სხვა მოკავშირეებთან ერთად სამხედრო წვრთნებისთვის ჩავიდა.

როდესაც Telegraph-მა მას ჰკითხა, თუ რას აკეთებს დიდი ბრიტანეთი იმისათვის, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ტაივანი, მზად იყვნენ ჩინეთის შესაძლო ესკალაციისთვის, ჰილიმ უპასუხა: "თუ ბრძოლა მოგვიწევს - როგორც წარსულშიც გვიბრძოლია - ავსტრალია და დიდი ბრიტანეთი ის ქვეყნები ვართ, რომლებიც ერთად იბრძვიან. ჩვენ ვატარებთ ერთობლივ წვრთნებს, და ამ წვრთნებით უკეთ ვემზადებით საბრძოლველად - რაც, თავის მხრივ, ჩვენს შემაკავებელ ძალას აძლიერებს.".

თუმცა, ჰილიმ ასევე აღნიშნა, რომ ის საუბრობდა "ზოგად კონტექსტში" და დაამატა, რომ გაერთიანებულ სამეფოს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში არსებული დაძაბულების "მშვიდობიანი" და "დიპლომატიური" გზით გადაწყვეტა ურჩევნია.

"მშვიდობას ვაღწევთ ძალის მეშვეობით და ეს ძალა ჩვენ მოკავშირეებთან ერთად გვემატება" - დაამატა მან.

კომენტარები