კობახიძე ბრიტანეთის ელჩზე: დიდი ბრიტანეთის პრობლემებზე იზრუნოს ბრიტანელმა ჩინოვნიკმა

როდესაც ძალადობას ქომაგობს ევროპელი ჩინოვნიკი ეს არის ძალიან დასანანი და ძალიან სამწუხარო - დიდ ბრიტანეთში არის ძალიან სერიოზული პრობლემები მედია პლურალიზმის, მედია თავისუფლების კუთხით, "დიპ სთეითის" გავლენის კუთხით მედიაზე.

აქედან გამომდინარე, უმჯობესი იქნება, რომ დიდ ბრიტანეთში არსებულ პრობლემებზე იზრუნოს ბრიტანელმა ჩინოვნიკმა. 

ჩვენ ვერ დავუშვებთ საქართველოში ძალადობის წახალისებას - მათ შორის, ვერც ბრიტანელი ჩინოვნიკებისგან.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩზე, გარეტ უორდზე.

ცნობისთვის დღეს, 14 ივლისს, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, გარეტ უორდმა სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ის ამბობდა, რომ "გაერთიანებული სამეფოს მთავრობა, ბევრი ევროპელი პარტნიორის მსგავსად, ჟურნალისტების დაკავებას, თვითნებურ დაპატიმრებასა და სხვა კრიტიკოსების რეპრესიას მიიჩნევს, როგორც საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლის მტკიცებულებას, რაც ეწინააღმდეგება ევროპის ნორმებსა და ღირებულებებს".

კომენტარები