საფრანგეთი

საფრანგეთი SCALP-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების წარმოებას 15 წლის შემდეგ პირველად აახლებს

SCALP-ის ტიპის რაკეტა ფრანგულ ავიაგამანადგურებელზე

საფრანგეთმა 15-წლიანი პაუზის შემდეგ SCALP/Storm Shadow-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების წარმოება განაახლა. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ ამ რაკეტებმა თავის წარმატებულად წარმოჩენა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისშივე შეძლეს.

"SCALP რაკეტების წარმოება ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის 2025 წელს განახლდება - ჩვენი ბოლო შეკვეთიდან 15 წლის შემდეგ" - აღნიშნა ფრანგმა მინისტრმა.

მისი თქმით, უკრაინისთვის მიწოდებულმა ფრანგულ-ბრიტანულმა SCALP/Storm Shadow რაკეტებმა დაამტკიცეს საკუთარი ეფექტიანობა თანამედროვე, მაღალი ინტენსივობის საბრძოლო ოპერაციებში.

საფრანგეთმა უკრაინას SCALP-ის რაკეტები პირველად 2023 წელს გადასცა. 2023 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები მიიღებდნენ 50 ერთეულს. 2024 წლის იანვარში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კიდევ 40 რაკეტის გადაცემა დააანონსა .

კომენტარები