რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთი უკრაინას მასიურად ბომბავს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

ოდესის სამაშველო სამსახური

რუსეთი თითქმის უწყვეტად აგრძელებ უკრაინის რეგიონებზე უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით იერიშს.

უკრაინის ოლქების სამხედრო ადმინისტრაციების ანგარიშის მიხედვით, ბოლო 24 საათში დაიბომბა შემდეგი რეგიონები:

  • სუმის ოლქზე იერიშის შედეგად, ცეცხლის გაუჩნდა ორ კერძო სახლს, 20-მდე შენობა დაზიანდა, დაიღუპა 2 და დაშავდა 2 ადამიანი;
  • ოდესაზე რუსული იერიშის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი. გარდა ამისა, დაზიანდა 10 ავტოფარეხი, განადგურებულია ათობით მსუბუქი და სატვირთო ადმინისტრაციული ავტომობილი;
  • რუსული უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე გახდა კიევი, უკრაინის დედაქალაქში დრონების ნამსხვრევების შედეგად რამდენიმ რაიონში ხანძარი გაჩნდა;
  • ხერსონის ოლქში, ქალაქ ბერისლავში ოკუპანტების დრონი ტრაქტორს დაეჯახა, შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი;
  • ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ხოლოდნოგორსკის რაიონში, რუსული იერიშის შედეგად დაიჭრა 29 ადამიანი;
  • ბოლო 24 საათში, დონეცკის ოლქზე რუსული იერიშის შედეგად დაიღუპა 7 და დაშავდა 15 ადამიანი;
  • ზაპოროჟიეს ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატების იერიშის შედეგად დაზიანდა უნივერსიტეტის შენობა, დაშავებულია 10 ადამიანი;

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ანგარიშის მიხედვით, 7 ივლისის ღამეს რუსეთმა 101 უპილოტო საფრენი აპარატი და C-300/400 ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტა გამოიყენა.

საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ განადგურებულია 58 რუსული დრონი.

გარდა ამისა, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად, 17 უპილოტო საფრენი აპარატი ლოკაციურად დაკარგულია.

რუსეთი უკრაინის რეგიონებს ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები