6 ივლისის ღამეს, რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე 157 უპილოტო საფრენი აპარატითა და ოთხი C-300 ტიპის რაკეტით იერიში მიიტანა.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, განადგურებულია 98 დრონი.
გარდა ამისა, რადიო ელექტრო ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად ლოკაციურად დაკარგულია 19 უპილოტო საფრენი აპარატი.
ოკუპანტების საჰაერო იერიში უკრაინაზე ამ წუთებშიც გრძელდება.
ბოლო მონაცემებით, ხარკოვის ოლქის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი, მათ შორის 8 წლის ბავშვი. საავადმყოფოში გადაყვანილი რამდენიმე დაჭრილი მშვიდობიანი მოსახლე, მათ შორის 4 წლის ბავშვი.
ნიკოლაევის ოლქის დაბომბვის შედეგად დაშავებულია 2 ადამიანი. ხოლო პოლტავის ოლქში, ქალაქ კრემენჩუგში დაზიანებულია სამხედრო გაწვევის ცენტრი.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.





