რეალურად, იმისათვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, საჭიროა დაკმაყოფილებული იყოს გარკვეული პირობები. ეს პირობები უკავშირდება რას. ეს არის დემოკრატიული სისტემა და ჩვენ გვაქვს მტკიცე დემოკრატიული სისტემა, რომელიც არ ჩამოუვარდება ევროპულ სისტემებს და, უფრო მეტიც, თქვენ თუ გადახედავთ, როგორია განვითარების ტენდენციები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ძალიან დიდ ნაწილში, ძალიან თვალნათლივ ჩანს, რომ ჩვენთან დემოკრატიის ხარისხი, მედია პლურალიზმის ხარისხი, მედიის თავისიფლების ხარისხი, სიტყვის თავისუფლების ხარისხი, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის ხარისხი და ა.შ. ყველა მიმართულებით გვაქვს უპირატესობაც კი ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანასთან, შეიძლება უმრავლესობასთანაც კი.
ანუ რაც შეეხება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, ჩვენ დღესაც ვართ მზად ამ კუთხით იმისათვი, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და, რა თქმა უნდა, 2030 წლისთვისაც ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ამ კუთხით ყველა პარამეტრი იყოს დაკმაყოფილებული.





