ვერ გაგვტეხენ, ეს უმსგავსობა, რასაც ახლა აკეთებს ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად დამთავრდება ქართველი ხალხის მიერ მისი ხელისუფლების გასტუმრებით. ეს არის გამიზნული იმისთვის, რომ ხელები ჩამოვყაროთ, ადამიანებს უიმედობა დაეუფლოთ. ყველას მინდა ვუთხრა: პირიქით, ამან უნდა მოგვცეს დამატებითი ძალა, რომ ჩვენ ვერ გაგვტეხენ, ვერანაირი საპატიმრო, ვერანაირი უმსგავსო გადაწყვეტილება, ვერანაირი სადამსჯელო ღონისძიებები ჩვენ ვერ შეგვაცვლევინებს ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ამიტომ, ყველას უნდა ესმოდეს, რომ უიმედობის დრო არ არის, პირიქით, გაერთიანების დროა, პირიქით, დარაზმვის დროა და პირიქით, დროა იმის, რომ ყველა აღივსოს იმედით, რომ ამ ქვეყანას აუცილებლად ექნება ბრწყინვალე მომავალი და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს აუცილებლად.
[...]
ჩვენს ციხეში გამოკითხვაზე უნდა ვუპასუხოთ ერთიანობით, ერთიანი ბრძოლით, მათ იციან, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ. ვერავინ ვერ აღუდგება წინ ქართველი ხალხის ნებას, თუ ერთიანები ვიქნებით.





