საგამოძიებო კომისია არის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ინსტრუმენტი და კონსტიტუციის 42-ე მუხლის მოთხოვნით კომისიის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა.
ესაა საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნა და ყველა ვალდებულია, რომ დაემორჩილოს კანონს. დღეს კომისიაზე იყო მსჯელობა თუ რატომ არის მიზანშეწონილი, რომ ის პირადად გამოცხადდეს კომისიაზე და ეს არ იყოს დისტანციური ჩართვის მეთოდი, ამიტომ კომისიის სრული უფლებამოსილებაა მოითხოვოს პირის გამოცხადება.
როგორც ჩანს გახარიას ბევრი არაფერი სათქმელი არ აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ თავადაც დაადასტურა წინა ჯერზე, რომ ის სუს-თან შეუთანხმებლად მოქმედებდა და რომ ეწინააღმდეგებოდა სუს-ი მის ამ გეგმას. ფაქტია, რომ ისე წავიდა მოქმედებები, როგორც აფრთხილებდა მას უსაფრთხოების სამსახური, რომ ეს აღქმული იქნებოდა პროვოკაციად და გამოიწვევდა მდგომარეობის ესკალაციას.
[...]
გახარიას არჩევანი აქვს, ერთ მხარეს არის საქართველოს კონსტიტუცია, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, რომელიც აცხადებს, რომ დაბარების შემთხვევაში პირი ვალდებულია გამოცხადდეს კომისიაზე და მეორეს მხრივ არის მისი პირადი გეგმები ქვეყნის გარეთ. მან აირჩიოს - ირჩევს საქართველოს კონსტიტუციას თუ პირად გეგმებს საზღვარგარეთ. 2 ივლისი წინ არის, მე იმედი მაქვს გამოცხადდება.
ჩორჩანას საქმე
პაპუაშვილი: გახარიას 2 არჩევანი აქვს - საქართველოს კონსტიტუცია თუ პირადი გეგმები უცხოეთში





