23 ივნისის ღამეს, რუსეთმა უკრაინის ტერტორიაზე დრონებითა და რაკეტებით მასიური იერიში მიიტანა.
ოკუპანტებმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენეს:
- 352 ერთეული შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი;
- 11 ბალისტიკური რაკეტა ისკანდერი;
- 5 ფრთოსანი რაკეტა ისკანდერ-კ;
რუსული საჰაერო იერიშის შედეგად დაზარალდა 6 ოლქი, მათ შორის კიევის რეგიონიც. დედაქალაქზე მიტანილი თავდასხმის შედეგად დაიღუპა 6 და დაშავდა 19 ადამიანი.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ანგარიშის მიხედვით:
- განადგურებულია 146 უპილოტო საფრენი აპარატი. გარდა ამისა, რადიო ელექტრო ძალების მუშაობის შედეგად ლოკაციურად დაკარგულია 193 დრონი;
- განადგურებულია 7 ბალისტიკური რაკეტა, ასევე, 3 ისკანდერი დაკარგულია;
- ჩამოგდებულია ისკანდერ-კ ტიპის ხუთივე ფრთოსანი რაკეტა;
საჰაერო იერიშის მოგერიებაში ასევე მონაწილეობდა ავიაცია, საზენიტო სარაკეტო ჯარები და უკრაინის შეიარაღებული ძალების მობილური ცეცხლის ჯგუფები.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.





