22 ივნისის საღამოს, რუსეთმა ჩერნიგოვის ოლქზე იერიში მიიტანა. შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 10 ადამიანი.
"გუშინ (22 ივნისს), გვიან საღამოს, რუსებმა ლანცეტით იერიში მიიტანეს სნოვის სათვისტომოზე. სამწუხაროდ ამ თავდასხმამ ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა". – წერს ჩერნიგოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური ვიაჩესლავ ჩაუსი.
დაჭრილ 10 მაცხოვრებელს შორის 3 არასრულწლოვანია. ადმინისტრაციის მეთაურის თქმით, თითოეული მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
"ორი მძიმედ დაჭრილი მოქალაქე ოლქის საავადმყოფოშია გადაყვანილი. დანარჩენებს საშუალო სიმძიმის ჭრილობები აქვთ, ისინი ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩებიან". – წერს ჩაუსი.
23 ივნისის დილას რუსეთმა ასევე იერიში მიიტანა უკრაინის დედაქალაქზე. კიევის დაბომბვის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 6 და დაჭრილია 19 ადამიანი.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.





