დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ისრაელმა და ირანმა ერთმანეთის წინააღმდეგ იერიშები მიიტანეს

20 ივნისს ისრაელმა და ირანმა ერთმანეთის წინააღმდეგ იერიშები მიიტანეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, თეირანში, თავრიზსა და ქერმანშაჰში მდებარე სამხედრო ობიექტებს დაარტყეს.

ირანმა ისრაელის წინააღმდეგ რაკეტები სამხრეთ ისრაელში, ქალაქ ჰაიფას მიმართულებით გაუშვა. თავდასხმის შედეგად 31 ადამიანი დაშავდა, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

სასწრაფო დახმარების სამსახურის (MDA) ცნობით, ჰაიფაში მძიმედ დაშავებულებს შორის 16 წლის მოზარდია. 

ჰაიფას მერმა, იონა იაჰავმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანმა ქალაქის "ორ სტრატეგიულ უბანს" დაარტყა.

საგარეო საქმეთა მინისტრის, გიდეონ საარის ინფორმაციით, სარაკეტო იერიშებმა ჰაიფაში მდებარე ალ-ჯარინას მეჩეთი დააზიანა.

"სარაკეტო თავდასხმის შედეგად მუსლიმი სასულიერო პირები დაიჭრნენ, რომლებიც იმ დროს მეჩეთში იმყოფებოდნენ". - განაცხადა საარმა.

მისი თქმით, ირანი მიზანში მუსლიმ, ქრისტიან და ებრაელ მშვიდობიან მოსახლეობას იღებს.

ისრაელზე მიტანილი იერიშების გამო ქვეყნის მასშტაბით 10 მილიონამდე ადამიანს თავშესაფარში ჩასვლა მოუწია. ქალაქ კარმიელში თავშესაფარში ყოფნისას ერთი ადამიანი გულის შეტევით გარდაიცვალა.

კომენტარები