წულუკიანის კომისია

წულუკიანის კომისია პარლამენტს მუშაობის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივებისთვის მიმართავს

წულუკიანის კომისია პარლამენტს მუშაობის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივებისთვის მიმართავს - წინადადებას საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ივანიშვილის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს. 

როგორც ივანიშვილის წარმომადგენელი თეა წულუკიანი ამბობს, მუშაობის ვადის გახანგრძლივება დასკვნის მოსამზადებლადაა საჭირო. 

მისივე თქმით, დასკვნაზე მუშაობა მიმდინარეობს და აგვისტოს პირველ რიცხვებში დამტკიცდება, ხოლო პარლამენტის პლენარულ სხდომას, სავარაუდოდ, 4 აგვისტოს წარედგინება. 

"კანონმდებლობით მხოლოდ და მხოლოდ გვაქვს უფლება, ვიმუშაოთ 6 თვე, მეტი არა. უკვე მე-5 თვეა ვმუშაობთ ამ რეჟიმში. [...] ვიფიქრეთ და დღეს გთავაზობთ კენჭისყრისთვის ასეთ საკითხს, რომ ვითხოვოთ ბოლო, მე-6 თვით გაგრძელება მუშაობის. მაგრამ ისიც ვილაპარაკეთ და საზოგადოებასაც უნდა ვუთხრათ, რომ ივლისის თვეში ამ ტიპის საჯარო სხდომები ვეღარ იქნება ხშირი, რადგან ჩვენი მთელი რესურსი დასკვნის პროექტს უნდა დავუთმოთ. გარდა გამონაკლისისა, ასეთი ტიპის სხდომები აღარ გვექნება. 

[...] გთავაზობთ იმასაც, რომ აგვისტოს პირველ დღეებში, არაუგვიანეს 4 აგვისტოსი, შეიძლება მანამდეც, შევიკრიბოთ ამ დარბაზში და დავამტკიცოთ კომისიის დასკვნა, რომელიც სექტემბრის პირველ რიცხვებში წარედგინება პლენარულ სხდომას" - თქვა წულუკიანმა. 

კომენტარები