[ბრძოლის გაგრძელების ფორმა არის] უკვე ახლა, ივლისიდან ერთიანი პლატფორმის ჩამოყალიბება, პრეზიდენტის მონაწილეობით, რომელსაც ექნება გარდა პროდასავლური პოლიტიკური პარტიებისა, ასევე ძალიან მჭიდრო კოორდინაცია საპროტესტო ჯგუფებთან, აქტივისტებთა, საზოგადოებრივ ჯგუფებთან. ამ პლატფორმის მიერ გამოცხადდება, რომ ეს არჩევნები არ არსებობს და მთელ ქვეყანაში სიარული, საუბარი, კამპანია, ახსნა, პარტნიორებთან პერიოდული წასვლით, რომ ეს არჩევნები არის ყალბი, რუსული, მოგონილი, არ არსებობს და ჩვენ ვითხოვთ... ახალი მუხტის შემოტანას და ამ არჩევნების ჩაგდებას.
[...] 4 ოქტომბრისთვის ვემზადებით, რომ ეს დღე არის არა ყალბი არჩევნების, არამედ ყალბ არჩევნებზე უარის თქმის დღე.





