ივანიშვილის რეჟიმი

ვფიქრობ, პარტნიორები შესაბამისად არ აფასებენ აქ მიმდინარე მოვლენებს - ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN Prima NEWS-თან ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში განაცხადა, მისი შეფასებით "საქართველოს დემოკრატიული პარტნიორები საკმარისად არ აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომელიც სტრატეგიული თვალსაზრისით ეხება მთელს კავკასიას, შავ ზღვასა და ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებადობასაც".

"პირველ რიგში ვაგრძელებ ჩემს, როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტის როლს. 

საქართველოში ყველა სხვა ინსტიტუტი ახლა ყველა პარტიული ორგანოა - ისინი აღარ არიან სახელმწიფო ინსტიტუტები, ისინი არ არიან დამოუკიდებლები.

ძალიან მნიშვნელოვანია გვყავდეს ფიგურა, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს უწყვეტობას - რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ სიმბოლურია, მე არანაირი უფლებამოსილება არ მაქვს, მაგრამ ვიყენებ ამ ნდობას და სიმბოლიკას, რაც საქართველოში ხალხისგან მივიღე, რათა ვცადო ოპოზიციის კოორდინაციისა და გაძლიერების როლის შესრულება.

ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ რეჟიმს და ქვეყნის გარეთ წარმოვაჩინოთ ის, რაც საქართველოში ხდება.

ვცდილობ ვაჩვენო რა ხდება საქართველოში და ვიყო იმ ადამიანების ხმა, ვინც ქუჩაში საპროტესტო აქციებში მონაწილეობს და ვიყო მათი ხმა ქვეყნის გარეთ ჩემი კონტაქტებისა და ნაცნობების წყალობით.

ჩვენ სასიცოცხლო ბრძოლაში ვართ, რაც ხსნის, თუ რატომ არ ნებდებიან ადამიანები, რადგან ეს არ არის მხოლოდ ტიპური პოლიტიკური კრიზის, ეს ბევრად მეტია და ეხება საქართველოს მომავალს.

ვფიქრობ შესაძლოა პარტნიორები შესაბამისად არ აფასებენ იმას, რომ აქ მიმდინარე მოვლენები გამოწვევაა საქართველოს დემოკრატიული პარტნიორებისთვისაც, იქნება ეს აშშ თუ ევროპა და ეს მხოლოდ საქართველოთი არ შემოიფარგლება.

სტრატეგიული თვალსაზრისით, ეს ეხება მთელს კავკასიას და შავ ზღვას, შესაბამისად ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებადობასაც.

რუსეთი უფრო ფართო გამოწვევას ქმნის აქ მიუხედავად იმისა, რომ ის დღეს უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე". - თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, CNN Prima NEWS-თან ინტერვიუში [Euronews-ის თარგმანი].

კომენტარები