დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

IDF-ის ცნობით, ისპაჰანის მახლობლად ბირთვულ ობიექტზე იერიში მიიტანეს

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) წარმომადგენლის, გენერალ ეფი დეფრინის ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო ძალებმა ისპაჰანის მახლობლად ირანის ბირთვულ ობიექტზე მიიტანეს იერიში.

ისპაჰანთან მდებარე ობიექტი უკვე მეორე სამიზნეა ნათანზის ბირთვული კომპლექსის შემდეგ, რომელზე იერიშის მიტანაც ისრაელმა ოფიციალურად დაადასტურა.

"ჩვენ არ მივცემთ ირანს უფლებას მიუახლოვდეს ბირთვულ იარაღს. ჩვენ არ მივცემთ უფლებას შეიქმნას რაკეტები, რომლებიც ჩვენი დაზიანებისთვის არის განკუთვნილი". - განაცხადა დეფრინმა.

გამოცემა Times of Israel წერს რომ, ვრცელდება ინფორმაცია და კადრები ფორდოს ბირთვულ ობიექტზე თავდასხმის შესახებაც.

13 ივნისს ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რის ფარგლებშიც ისრაელმა ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა. 

ირანელი მაღალჩინოსნების მიხედვით, ისრაელმა თეირანის გარშემო, სულ მცირე, ექვს სამხედრო ბაზას დაარტყა. ასევე იერიში მიიტანა სამხედრო მეთაურებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის რამდენიმე შენობაზე.  

კომენტარები