არ შეიძლება, რომ არ ვიყოთ ყველანი შეშფოთებული იმით, რაც მოხდა კოტე იოსელიანის შემთხვევაში. ეს გატაცება, მუქარა, რაც მოხდა იმიტომ, რომ ადამიანმა რაღაც მოსაზრება (შეიძლება არაკორექტული) გამოთქვა 8 წლის წინ და დღეს ისჯება იმიტომ, რომ ეს ეხებოდა შიშველი მეფის ოჯახს, ეს უკვე არის განაჩენი ამ რეჟიმისთვის. ეს რეჟიმი გვაჩვენებს ყოველდღიურად, თუ როგორი შეშინებულია თვითონ, როგორ არამყარად დგას უკვე და აღარ იცის, რას მიმართოს, რომ ადამიანები დააშინოს, დაემუქროს, აუკრძალოს არამხოლოდ ლაპარაკი, არამხოლოდ სიტყვების გამოყენება, თუნდაც Facebook-პოსტებზე რაღაცების დაწერა... ეს არის მცდელობა სრული კონტროლის, უკვე გადავედით მგონი ჩრდილოეთ კორეის დონეზე, სადაც არ ვიცი, თუ ამ დონის კონტროლი არის და მხოლოდ და მხოლოდ სისუსტის ნიშანი არის... არ არსებობს რეჟიმი, რომელსაც გააჩნია შიდა შემართება და რომელსაც აქვს მხარდაჭერა თავისი მოსახლეობის, რაც არ უნდა დიქტატურული რეჟიმი იყოს... მაგრამ თუ აქვს ოდნავ მაინც მხარდაჭერა თავისი მოსახლეობის, ასე არ იქცევა და არ ჭირდება, რომ ასე მოიქცეს. ამიტომ, ჩვენ ერთის მხრივ, უნდა დავგმოთ ეს მოქმედება, მაგრამ ამავე დროს, ვიცოდეთ, რომ ეს არის მართლაც მათი განაჩენი.
კოტე იოსელიანი
ზურაბიშვილი იოსელიანზე: სრული კონტროლის მცდელობაა, გადავედით მგონი ჩრდილოეთ კორეის დონეზე
tbl.ge/77z0
დაკოპირდა

თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, გუშინ, 8 მაისს მისი მეუღლე კოტე იოსელიანი ხუთმა ნიღბიანმა პირმა გაიტაცა და 8 საათის განმავლობაში მასზე ზეწოლას ახდენდნენ. რის შედეგადაც იოსელიანმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.
ამავე თემაზე
- "ჩვეულებრივი ფორმალობა იყო" - კოტე იოსელიანი სასამართლოში გამოკითხეს
- იოსელიანი: არ ვთვლი, რომ რაიმე პრინციპულ ან მორალურ კომპრომისზე წავედი
- ბოკუჩავა: კოტეს ვიდეოს ჩაწერა და ატვირთვა მისმა გამტაცებლებმა მოსთხოვეს
- ბოკუჩავა: მეც დამირეკეს პოლიციიდან და გამოკითხვაზე მისვლა მთხოვეს
- მათიკაშვილი: ეს პირველი ზღაპარი არ არის, რომელიც თინა ბოკუჩავასგან მოვისმინეთ




