ივანიშვილის რეჟიმი

შეშფოთებული ვართ NATO-სა და ევროკავშირის ცენტრის დახურვით – NATO-ს ოფიციალური პირი

ევროსკოპის შეკითხვაზე, როგორ აფასებს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი საქართველოში NATO-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დახურვას, NATO-ს ოფიციალური პირი პასუხობს, რომ შეშფოთებულები არიან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. 

"ეს იქნება მნიშვნელოვანი დანაკარგი, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ქართველ ხალხს სჭირდება მეტი ფაქტობრივი ინფორმაცია ალიანსის და საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების შესახებ.

2005 წლის შემდეგ, როდესაც ცენტრი შეიქმნა, რეგიონული და ადგილობრივი ოფისების ქსელების ჩათვლით, ის საკვანძო როლს ასრულებდა საზოგადოების ცნობადობის გაძლიერებაში ნატოსა და მისი ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის შესახებ საქართველოსთან.

ცენტრი ღირებული პარტნიორია ნატოს სახალხო დიპლომატიის სექციისთვის და ნატოს სამეკავშირეო ოფისისთვის საქართველოში სახალხო დიპლომატიის ინიციატივების განსახორციელებლად. ქვეყნის რეგიონების მასშტაბით. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სურს დემოკრატიული, აყვავებული მომავალი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ოჯახში. ეს სტრატეგიული მიზანი ასევე დევს საქართველოს კონსტიტუციაში" - თქვა ოფიციალურმა პირმა, ევროსკოპის ცნობით. 

NATO-ს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრმა 4 ივნისს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ცენტრი ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტროს "შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი" გახდა.

კომენტარები