2 ივნისს, FBI-ის დირექტორმა« კაშ პატელმა დაწერა, რომ მისი უწყება კოლორადოს შტატში, ბოულდერში "მიზანმიმართულ ტერორისტულ თავდასხმას" იძიებს.
"ჩვენი აგენტები და ადგილობრივი სამართალდამცავები უკვე შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან და როგორც კი მეტი ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი, განახლებებს გავაზიარებთ" - დაწერა მან X-ზე.
მანამდე, ადგილობრივმა პოლიციის დეპარტამენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მათ რამდენიმე მსხვერპლის შესახებ შეტყობინებები მიიღეს.





