კრიმინალი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში კაცი დაჭრეს

Tabula

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩუმლაყთან 40 წლამდე კაცი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

კაცს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ის გურჯაანის კლინიკაშია გადაყვანილი.

თავდაპირველად გავრცელებული ვერსიით, დაჭრილი პოლიციელია, ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურა და უთხრა, რომ დაჭრილი სამართალდამცავი უწყების თანამშრომელი არ არის.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს

კომენტარები