დაღესტანი

უცნობმა პირებმა მაჰაჩყალაში პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა 3 სამართალდამცავი

დაღესტანში, მაჰაჩყალაში უცნობმა პირებმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც პოლიციელების მხრიდან საპასუხო ცეცხლი მოჰყვა.

РИА Дагестан-ის ცნობით, რუსეთის შსს-მ განაცხადა, რომ სროლის შედეგად 3 პოლიციელი დაიღუპა და თავდამსხმელები დანაშაულის ადგილიდან სამართალდამცავების მანქანის მეშვეობით მიიმალნენ, მათი ადგილმდებარეობა ჯერჯერობით უცნობია.

ასევე, გამოცემა იუწყება, რომ სროლის შედეგად ერთ-ერთი თავდამსხმელიც დაიღუპა.

დაღესტნის მეთაურმა, სერგეი მელიკოვმა საკუთარ ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ "წინასწარი ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომლებმა მანქანის შეჩერება სცადეს, თუმცა მძღოლი [პოლიციის ბრძანებას] არ დაემორჩილა და მათ ცეცხლი გაუხსნა. არიან დაშავებულები. ამჟამად სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ." 

კომენტარები