ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, კომერციული მოსყიდვის, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღებისა და გულგრილობის ფაქტებზე - ორი პირი ამხილეს.
გამოძიების დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რომელიც წარსულში სამეგრელოს ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა, გასცა ნარკოლოგიური შემოწმების ყალბი ცნობები, მეორე ბრალდებულმა კი შესაბამისი ცნობები არ შეამოწმა.
"პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, დაინტერესებულ პირებზე, შესაბამისი პროცედურების გავლის გარეშე, გასცა ყალბი ცნობები ნარკოლოგიური შემოწმების თაობაზე, ხოლო, მეორე ბრალდებულმა, თავის მხრივ, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, გამოიჩინა გულგრილობა და არ განახორციელა შესაბამისი კონტროლი ცნობების გაცემაზე" . - წერს საგამოძიებო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 221-ე, 362-ე და 220-ე პირველი მუხლებით, რაც სასჯელის სახით 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





