ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ნატროშვილი გახდა.
სამართლიანი არჩვნების ცნობით, ნინო დოლიძისთვის ორგანიზაციის წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, ორგანიზაციის გამგეობამ ახალ აღმასრულებელ დირექტორად ლევან ნატროშვილი აირჩია.
"ლევან ნატროშვილი 2022 წლის ნოემბრიდან დღემდე „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა. მას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში, საჯარო სამსახურსა და აკადემიურ სექტორში 17 წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. ლევანი საარჩევნო და კარგი მმართველობის თემებზე 2012 წლიდან მუშაობს" - წერია სამართლიანი არჩევნების განცხადებაში ნატროშვილის შესახებ.
ISFED-ს ნინო დოლიძე 2021 წლიდან ხელმძღვანელობდა.





