29 აპრილის ღამეს რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით დნეპროპეტროვსკის ოლქზე იერიში მიიტანა.
დრონების თავდასხმის შედეგად, დაიღუპა ერთი ბავშვი, დაშავდა 4 მშვიდობიანი მოსახლე.
ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური სერგეი ლისაკი ავრცელებს:
"მტრის იერიში ტრაგიკულად დასრულდა. სამარის რაიონში დაიღუპა 12 წლის გოგონა. გარდა ამისა, დაშავდა 6 წლის გოგონა".

რეგიონის სამაშველო სამსახურის ცნობით, რუსული უპილოტო საფრენი აპარატი საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რომელშიც ბავშვები იმყოფებოდნენ.
დრონების გარდა ოკუპანტებმა იერიშისას კასეტური ბომბები და არტილერია გამოიყენეს.
იერიშის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ავტოფარეხი და აგრარული საწარმო.