ნებისმიერ თავმოყვარე ქვეყანას აქვს არამხოლოდ უფლება, არამედ, ვალდებულება, რომ დაიცვას თავისი ქვეყანა, თავისი ინტერესები, თავისი ხალხი ასეთი უხეში გარე ჩარევებისგან და ჩვენი გუნდის დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებიც ამას გულისხმობს, როდესაც თანხები უცხოეთიდან ჩვენს ქვეყანაში ირიცხება, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მოხდეს ამ თანხების ჩარიცხვის კონტროლი და შეფასება, რაში იხარჯება ეს თანხები, რაც, შემდეგ, რა თქმა უნდა, გამჭვირვალობის რეესტრშიც აუცილებლად მოხვდება და აღარ იქნება შესაძლებელი, რომ ყველანაირი წესის, ყველაფრის გვერდის ავლით პირდაპირ თანხები ირიცხებოდეს ჩვენს ქვეყანაში და ათას უბედურებას ხმარდებოდეს.
tbl.ge/757u
დაკოპირდა

ამბობს TV იმედის ეთერში, ივანიშვილის წარმომადგენელი არჩილ გორდულაძე გრანტების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, რეჟიმის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღება იკრძალება.
ამავე თემაზე
- ტექნიკური თუ საექსპერტო დახმარება, ცოდნის გაზიარება უცხოურ გრანტად ჩაითვლება – ჭეიშვილი
- რეჟიმის თანხმობის გარეშე გრანტის მიღების აკრძალვას ყაველაშვილმა ხელი მოაწერა
- რეჟიმის ნებართვის გარეშე უცხოური გრანტის მიღება აიკრძალა
- I მოსმენით მხარი დაუჭირეს რეჟიმის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღების აკრძალვას
- იურიდიულ კომიტეტზე გრანტების კანონში ცვლილებებს I მოსმენით მხარი დაუჭირეს




