ბადრი ჯაფარიძე

ჯაფარიძე: სამწუხაროდ, სასამართლო მხოლოდ ნოტარიუსის ფუნქციას ასრულებს

სამწუხაროდ, სასამართლო მხოლოდ ნოტარიუსის ფუნქციას ასრულებს, რასაც პროკურატურა ითხოვს, იმას უბრალოდ ავტომატურად ადასტურებს.

აქ იყო ძალიან მნიშვნელოვანი, სოლიდური არგუმენტები წარმოდგენილი, რომ ეს კომისია არის უკანონო, ის რომ არ აკმაყოფილებს საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნებს. გარდა იმისა, რომ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არალეგიტიმური კომისიაა, თვითონ კომისიაც შექმნილია პირდაპირი კანონის დარღვევით, რომელიც საზღვრავს რომ მინიმუმ 50% კომისიის წევრებისა უნდა იყოს ოპოზიციიდან და ამაზე პასუხი მივიღეთ, რომ კვოტა არის გამოყოფილი ოპოზიციისთვის. ახლა ეს არის სასამართლოზე და კანონზე დაცინვა.

ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ რა თქმა უნდა, არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ქონია. ეს არის პოლიტიკური თაღლითობით შექმნილი რაღაც ადამიანების ჯგუფი, რომელიც თავს საგამოძიებო კომისიად მოიხსენიებს და მათ დაძახებულზე, რა თქმა უნდა, მისვლას არ ვაპირებ.

თქვა კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ.

მანამდე, ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო, ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს

კომენტარები