ბატონი გივი თარგამაძისთვის შეტყობინება იქნა გაგზავნილი, უფრო მეტიც, მან პირადად მოაწერა ხელი, რომ ჩაიბარა ეს ინფორმაცია. შესაბამისად, მისთვის ცნობილია, რომ ის დღეს 11 საათზე მოწვეულია კომისიის წინაშე. საჯაროდ განაცხადა, რომ არ აპირებს სხდომაზე მოსვლას, მაგრამ ველოდებით მის მოსვლას.
მე ბატონ გივის, რომელსაც შეტყობინება ჩაბარებული აქვს, შესაბამისად, ჩვენი ოპერაცია - "გივი, ჩვენ ვართ, გივი" წარმატებით დასრულდა, ვინაიდან ჩვენ მას ჩავაბარეთ შეტყობინება - ბატონო გივი, მობრძანდით, ვინაიდან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და ეს იქნება გარდაუვალი. ამიტომაც მობრძანდით და გაეცით კითხვებზე პასუხი, რომელიც ეხება 2008 წლის ომს და იმ პერიოდს, როდესაც თქვენ მართავდით უშიშროების კომიტეტს პარლამენტში.





