აშშ-მ სანქციები დაუწესა ირანის დაზვერვის სამ თანამშრომელს, რომლებსაც, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მტკიცებით, წვლილი მიუძღვით FBI-ის აგენტის, რობერტ ლევინსონის გაუჩინარებაში.
სახაზინო დეპარტამენტის მიხედვით, ირანის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამინისტროს სამ თანამშრომელს ჩამოერთმევათ აშშ-ში არსებული ყველა ქონება.
რობერტ ლევინსონი, რომელიც კერძო გამომძიებლად მუშაობდა, 2007 წელს ირანის მიერ კონტროლირებულ კუნძულზე გაუჩინარდა მაშინ, როდესაც ის ირანის ყოფილ პრეზიდენთან, აკბარ ჰაშემი რაფსანაჯისთან დაკავშირებულ სავარაუდო კორუფციულ საქმეს იძიებდა.
სახაზინო დეპარტამენტის მიხედვით, სამივე სანქცირებული მონაწილეობდა ლევინსონის გატაცებაში, დაკავებასა და შესაძლო მკვლელობაში.
2020 წელს აშშ-მ ლევინსონის გაუჩინარებასთან დაკავშირებით სანქციები უკვე ირანის მთავრობის ორ წარმომადგენელს.