ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის რეგულაციების კიდევ უფრო მეტად დახვეწა და ამაზე მუშაობს საქართველოს პარლამენტი. მართალია, USAID-ის და NED-ის მიმართულებით არის არსებითი ცვლილებები, ნაგრამ ბუნებრივია, მარტივად შეუძლია დიფ სთეითს, გადაალაგოს დაფინანსების წყაროები და მექანიზმები. თქვენ ხედავთ, რომ როცა საუბარია ომის გახანგრძლივებაზე, აშშ-მ თქვა უარო ომის გახანგრძლივების დაფინანსებაზე, მაგრამ ახლა ცდილობენ, რომ ევროპის ხელით გადაალაგონ ომის გახანგრძლივების დაფინანსება. იგივე ტენდენციებს ვხედავთ ამ შემთხვევაშიც, როდესაც საქმე ეხება ენჯეოების დაფინანსებას, რევოლიციური ინტერესების დაფინანსებას, აქაც ვხედავთ გარკვეულ გადალაგების მცდელობას, ამას უნდა დავუპირისპიროთ ჩვენ გამჭვირვალობის შესახებ კანონი.
მნიშვნელობა არ აქვს, რა ერქმევა დონორ ორგანიზაციას, იქნება ეს USAID, NED თუ რამე სხვა, მათ შორის, EED. EED იყო ერთერთი ორგანიზაცია, ევროპული, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია, რომელიც მოიაზრება როგორც NED-ის ერთგვარი ევროპული ასლი... რომელიც საქართველოში პირდაპირ აფინანსებდა და დღემდე აფინანსებს რევოლუციურ პროცესევს, პირდაპირ აფინანსებდა რადიკალურ პარტიებსაც კი, რაც არის საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა...
რა თქმა უნდა, გამჭვირვალობის კანონი უნდა დაუპირისპირდეს დაფინანსების ნებისმიერ წყაროს, იქნება ეს ამერიკული, ევროპული თუ ნებისმიერი სხვა წყარო. ჩვენ არ შეიძლება დავუშვათ ამ ქვეყანაში ჯერ პოლიტიკის გარედან დაფინანსება და მითუმეტეს, რადიკალური პოლიტიკს გარედან დაფინანსება.
ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები, ყველანაირი პროცესის წამომწყები, რაც პოლიტიკას უკავშიდრება პირდაპირ თუ არაპირდაპირ, შეიძლება იყოს ერთადერთი სუბიექტი, ეს არის ქართველი ხალხი და არავინ სხვა. და არავინ არ შეიძლება, გარე დაფინანსების საფუძველზე სცადოს ამ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების რაიმე ფორმით შეცვლა.





