დღეს, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, გაიმართა მსვლელობა "ქალები რეჟიმის წინააღმდეგ!", რომლის მონაწილეებიც პარლამენტთან მივიდნენ.
მარშის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირზე პოლიტიკური დაკავებების გასაპროტესტებლად სიმბოლური გისოსებით მივიდნენ, რომლებიც, მოგვიანებით, დაწვეს.
მომიტინგეები რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.