კრიმინალი

შსს: ნინოშვილის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებების დროს ორი პირი დავაკავეთ

ნინოშვილის ქუჩაზე, პოლიციამ საგამოძიებო მოქმედების დროს ორი პირი დააკავა.

ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ შსს-ს თანამშრომლები, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ნინოშვილის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებას ატარებდნენ, რა დროსაც ორი მოქალაქე მათ არ დაემორჩილა და საგამოძიებო მოქმედების თავიდან არიდების მიზნით გაქცევა სცდა. რის შემდეგაც პოლიციის 2 თანამშრომელს ავტომობილით შეეჯახნენ და მიაყენეს დაზიანებები, ხოლო პოლიციამ განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა.

დაკავებულია ორი პირი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები