საბადურის ტყეში ავარია მოხდა, ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, შედეგად ერთი პირი დაიღუპა. დაშავდა კიდევ ორი ადამიანი.
ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





