მდინარაძე მედიის კანონზე: ნორმების აღსრულებაზე კონტროლს დააწესებს სახელმწიფო

ის, რაც იყო დღემდე რეგულაციის სახით, არ იცვლება, არც ერთი პუნქტი. ოღონდ ეს ყველაფერი მოქცეული იყო თვითრეგულირებაში, რაც არ ხორციელდებოდა, შესაბამისად, თვითრეგულირების არგანხორციელებამ შექმნა მკვდრად შობილი ნორმები, თვითრეგულირება ამას ვერ ახერხებდა.

ტელევიზიები, მაგალითად, თვითრეგულირების ნაწილში იყვნენ აბსოლუტურად ინერტულები და როგორც აღმოჩნდა და ჩვენ ეს კარგად შევისწავლეთ, ბრიტანული ნორმებიდან, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ, იყო ძირითადი ნორმები გადმოტანილი, რაც თქვენ, ყველა ჟურნალისტს ნაღიარები გქონდათ. ახლა ხდება ერთადერთი რამის შეცვლა, რომ თვითრეგულირებიდან ეს გადმოდის სახელმწიფო რეგულირებაში.

ნორმა არ იცვლება. რაც ყველა ჟურნალისტს, ბევრ შემთხვევაში ხელმოწერითაც, ქარტიებში, საქართველოში აღიარებული ჰქონდა, ეს ნორმები გადმოვა რეალურ ცხოვრებაში და მის აღსრულებაზე კონტროლს დააწესებს სახელმწიფო, რადგან თვითრეგულირება ამას ვერ ახერხებს. 

ამბობს ივანიშვილის წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე. 

რეჟიმს მაუწყებლობის სტანდარტებში ცვლილებები შეაქვს და ამ სტანდარტების დარღვევაზე რეაგირების შესაძლებლობას კომუნიკაციების კომისიასაც აძლევს. აქამდე ეს მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმით იყო შესაძლებელი. 

კომენტარები