ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

პლატფორმა Freebusiness.ge-ს დონაციის განყოფილება დაემატა

პლატფორმა Freebusiness.ge-ს დონაციის განყოფილება დაემატა. პლატფორმაზე გაერთიანებული არიან ბიზნესები, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში გაწერვიანების შეჩერებას არ ეთანხმებიან.

დონაციის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ხელოვნების და სხვა ფონდების მხარდაჭერაა.

"დემოკრატიული პროცესებისთვის ხელშეწყობა საზოგადოების ერთ-ერთი ვალდებულებაა. ამ პლატფორმის მიზანია ერთ გარემოში მოუყაროს თავი ყველა იმ აქტორს, ვინც აძლიერებს დემოკრატიას და გაუმარტივოს საზოგადოებას მათი ხელშეწყობა. ეს არ არის ერთიანი ფონდი, საზოგადოების თითოეული წევრი (მოქალაქე, მცირე, საშუალო თუ დიდი ბიზნესი) ინდივიდუალურად წყვეტს ვის და რა ხანგრძლივობით დაეხმაროს" - წერია ახალი პლატფორმის, Freedonation.ge-ს გვერდზე.

კომენტარები