"თბილსერვის ჯგუფს" აქვს ახალი მომსახურება, რაც ნარჩენების მართვის კუთხით დედაქალაქში არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუმჯობესებს. თუ გჭირდებათ სამშენებლო-სარემონტო ნარჩენების, ძველი ავეჯის, ასევე მწვანე ნარჩენების გატანა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დარეგისტრირდეს საიტზე tgservice.ge და შეავსოთ მონაცემები. არასაყოფაცხოვრებო ნარჩენს განათავსებთ კორპუსის ეზოს წითელ ხაზებში ან თბილისური ეზოს შემთხვევაში მხოლოდ ეზოს ტერიტორიაზე და "თბილსერვის ჯგუფი" 72 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს ადგილიდან გატანას. 1 კუბურ მეტრამდე ნარჩენის გატანის საფასური იქნება მხოლოდ და მხოლოდ 9 ლარი. [...] ეს სერვისი არ არის მოგებაზე ორიენტირებული.
მომსახურება მიზნად ისახავს, მოსახლეობას გავუმარტივოთ კონკრეტული სახის ნარჩენების გატანა. თბილისში კონკრეტულ ადგილებში შეიძლება შეგხვდეთ ნაგვის ურნებთან დალაგებული ავეჯი, საბურავები, რაც დიდ პრობლემას ქმნის. ამიტომ გთავაზობთ ამ სერვისს, რაც უფრო კომფორტულია. ერთად გავუფრთხილდეთ, ერთად მოვუაროთ ჩვენს ქალაქს. ჩვენ ყველანაირად ხელს შეგიწყობთ და დაგეხმარებით.
ამასთან, აღნიშნული მომსახურების მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე რეგისტრაციის გარეშეც, "თბილსერვის ჯგუფის" ცხელი ხაზის ოპერატორთან დაკავშირებით - 032 2 61 90 50.
თბილსერვის ჯგუფი
კალაძე: არასაყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანისთვის სპეციალური ვებგვერდი შეიქმნა





