ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ჯაფარიძე: რა ბერკეტიც აქვს ევროკავშირს, ყველაფერი ახლა უნდა გამოიყენოს

ჩვენ გვჭირდება, რომ ევროკავშირი ჩვენ გვერდით იყოს. არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ქმედებებით, რათა საქართველოს დე-ფაქტო მმართველებმა მაღალი ფასი გადაიხადონ დემოკრატიული უკუსვლისთვის.

ერთადერთი განსხვავება საქართველოსა და ბელარუსს შორის არის, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არის ხალხი, ვინც ქუჩის პროტესტში მონაწილეობს, ჯერ კიდევ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური პარტიები. როგორც კი ისინი შეწყვეტენ არსებობას, საქართველოსა და ბელარუსს შორის განსხვავება აღარ იქნება. ამიტომ, რა ბერკეტიც აქვს ევროკავშირს, ყველაფერი ახლა უნდა გამოიყენოს. ქართველმა ხალხმა ბევრჯერ გააკეთა არჩევანი და ეს არჩევანი არა რუსეთი, არამედ ევროპაა.

ამბობს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ზურა გირჩი ჯაფარიძე ევროპარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე. რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ 13 თებერვალს ევროპარლამენტი საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციას უყრის კენჭს. 

კომენტარები