საპროტესტო აქციებზე დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, პოლონეთის საელჩომ განცხადება გაავრცელა. პოლონეთი სოლიდარობას უცხადებენ რეჟიმის პოლიტპატიმრებს და მათ გათავისუფლებას მოითხოვს.
“ღრმად შეწუხებულები ვართ საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა და დაპატიმრებულთა ოჯახის წევრების მიერ მოთხრობილი ამბებით. პოლონეთი სრულ სოლიდარობას უცხადებს ყველა დემოკრატიული ღირებულებებისთვის ბრძოლისთვის უსამართლოდ დაპატიმრებულს და მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას” – წერია განცხადებაში, რომელიც საელჩომ შეხვედრის ამსახველ ფოტოსურათებთან ერთად გაავრცელა