რაჯა ნაინგოლანი

ბელგიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, რაჯა ნაინგოლანი კოკაინის კონტრაბანდისთვის დააკავეს

ბელგიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, რაჯა ნაინგოლანი ბელგიის პოლიციამ სამხრეთ ამერიკიდან კოკაინის კონტრაბანდის საქმის გამოძიების ფარგლებში, ანტვერპენის პორტში დააკავა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გამოძიება ანტვერპენის პორტის გავლით სამხრეთ ამერიკიდან ევროპაში კოკაინის იმპორტს და შემდეგ მის ბელგიის ტერიტორიაზე გადანაწილებას ეხებოდა.

"შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ფეხბურთელი რ. ნ. დაკავებულია ამ საქმის ფარგლებში. იმის გათვალისწინებით, რომ ამ მომენტისთვის დაკითხვები გრძელდება. ამ ეტაპზე სხვა არანაირი კომენტარი არ გავრცელდება". - წერია ბრიუსელის პროკურატურის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ნაინგოლანს ნარკოტიკების კონტრაბანდის ბიზნესს 2016 წელსაც უკავშირებდნენ, როდესაც მისი ერთ-ერთი საქმიანი პარტნიორი კერძო თვითმფრინავებით კოკაინის გადაზიდვის გამო დააკავეს. გარდა ამისა, ფეხბურთელს რეგულარულად ხედავდნენ იმ წვეულებებზე, სადაც ნარკოინდუსტრიასთან დაახლოებული პირები იკრიბებოდნენ.

რაჯა ნაინგოლანს ბელგიის ნაკრებში 30 მატჩი აქვს გამართული. სხვადასხვა დროს ნახევარმცველი იტალიის ჩემპიონატში რომასა და ინტერშიც თამაშობდა, 2025 წლის 21 იანვარს კი ფეხბურთელი ბელგიის მეორე ლიგის გუნდს, ლოკერენ-ტემსეს შეუერთდა.

კომენტარები