ჩინეთი

ჩინეთში 10 წლის იაპონელი ბიჭის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს სიკვდილით დასჯა შეეფარდა

ჩინეთში, 10 წლის იაპონელი ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს მამაკაცს ჩინეთის უზენაესმა სასამართლომ განაჩენის სახით სიკვდილით დასჯა შეუფარდა.   

ცნობისთვის, შემთხვევა გასული წლის სექტემბერში მოხდა - 10 წლის ბიჭი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, როცა მას 44 წლის კაცი თავს დაესხა და მუცლის არეში, ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა.

10 წლის ბიჭი მომხდარიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა, ხოლო დამნაშავე ადგილზე დააკავეს

კომენტარები