"მამუკა, ღმერთმა დაგვიფაროს, თქვენ, ბორენკას ბანდა, ჩაუდგეს ანდროს თავდებში" - რეჟიმის პატიმრის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე ივანიშვილის წარმომადგენელს, მამუკა მდინარაძეს. მდინარაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ თუ ანდრო ჭიჭინაძე "გაითავისებს, რა ჩაიდინა", მზადაა, თავდებში ჩაუდგეს.
"მამუკა მდინარაძე ლაპარაკობს მაესტროზე ანდრო ჭიჭინაძე თუ აღიარებს დანაშაულს, კარგი ბიჭია, კარგი მსახიობია და მზად ვართ, ჩავუდგეთ თვდებშიო. თავისუფალი მსხიობია და რა მოხდა, თუ ითამაშა რუსულ ფილმშიო, მაგრამ მაშინ რატომ ტყუის, რომ ეზიზღება რუსეთიო?! ლაკას დეიდაშვილიაო, რომელიც ფინანსდება რუსეთიდანო და აბა, მეტი რა ვთქვაო. არ ვიცი მონიშვნა როგორ უნდა მამუკა მდინარაძის და ჩემი სტატუსი დაუდეთ! მამუკა, ღმერთმა დაგვიფაროს, თქვენ, ბორენკას ბანდა, ჩაუდგეთ ანდროს თავდებში! ელოდეთ, ანდრო ბრალს რომ აღიარებს! ჩაგყვებით ბოლომდე!" - წერს გუნცაძე.
მდინარაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ნებისმიერი წარმომადგენელი მზადაა, უშუამდგომლონ, თავდებში ჩავუდგნენ ანდრო ჭიჭინაძეს.
"კარგი მსახიობია ძალიან და ბევრს უყვარს როგორც მსახიობი, მათ შორის ქართული ოცნების მომხრეებსაც და ბევრი საერთო ახლობელი, მეგობარი აღმომაჩნდა. საქართველოა, თბილისია და მე ვთქვი, მე შემიძლია ამ ადამიანს თავდებშიც კი ჩავუგდე-მეთქი, თუ ის გაითავისებს რა ჩაიდინა, რაში იღებდა მონაწილეობას და თუ იტყვის, კი ბატონო.
რა თქმა უნდა, ნებისმიერი ჩვენგანი, მარტო მამუკა მდინარაძე კი არ არის მაგარი ბიჭი, ვიღაცას თავდებში უდგება და მერე გამოხტებიან ვიღაცები რად გვინდა შენი თავდებობა. ნებისმიერი ჩვენგანი, ქართული ოცნების ნებისმიერი წარმომადგენელი მზად ვართ ვუშუამდგომლოთ, თავდებში ჩავუდგეთ, თუ რა ფორმითაც გნებავთ" - თქვა მდინარაძემ.