კანადის პრემიერმინისტრი, ჯასტინ ტრუდო ეხმაურება აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელმაც თქვა, რომ კანადა აშშ-ის 51-ე შტატი უნდა გახდეს.
“გამორიცხულია, რომ კანადა აშშ-ის ნაწილი გახდეს. მუშახელი და საზოგადოებები ორივე ქვეყანაში სარგებლობენ ერთმანეთთან სავაჭრო და უსაფრხოების სფეროში პარტნიორობით” – წერს ტრუდო X-ზე.
7 ნოემბერს ტრამპი ჯასტინ ტრუდოს გადადგომის სიახლეს გამოეხმაურა, რაც ნაწილობრივ ეკონომიკური პრობლემებითაც იყო გამოწვეული და თქვა, რომ არ იარსებებდა არანაირი ტარიფები და გადასახადებიც დაიწევდა, თუ კანადა აშშ-ის შტატი გახდებოდა.
“ბევრ ადამიანს კანადაში უყვარს 51-ე შტატად ყოფნა. აშშ ვეღარ აიტანს მსხვილ სავაჭრო დეფიციტსა და სუბსიდიებს, რაც კანადას სჭირდება. ჯასტინ ტრუდომ იცოდა ეს და გადადგა. […] კანადა აშშ-სთან რომ გაერთიანებულიყო, არ იქნებოდა ტარიფები, გადასახადები დაიწევდა, და ისინი სრულად დაცულები იქნებოდნენ რუსული და ჩინური გემებისგან, რომლებიც მუდამ მათ გარშემო დაცურავენ. ერთად, რა საოცარი ერი იქნებოდა!” – წერს ტრამპი “Truth Social”-ზე.





