დღევანდელ აქციაზე რუსთაველის გამზირზე დაკავებული ექვსივე პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა - ამის შესახებ ტაბულას შსს-ში ეუბნებიან.
მათივე ინფორმაციით, დაკავებულების წინააღმდეგ გამოძება დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც, შესაბამისად, წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
აქცია რუსთაველზე მშვიდობიანად მიმდინარეობდა, როდესაც პოლიციამ მომიტინგეები ძალადობრივად დაკავება დაიწყო.
დღეს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა.
პარალელურად, რეჟიმმა ივანიშვილის პრეზიდენტის ინაუგურაცია პარლამენტში გამართა.





