ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის როგორ ვებრძოლოთ ამ დეზინფორმაციას და ამ დეზინფორმაციის მანქანის დამარცხებაზე გადის საბოლოო გამარჯვებაც, პირდაპირ ვთქვათ.
იმიტომ, რომ ივანიშვილმა რა გააკეთა?
პარალელური სამყარო შექმნა, სადაც სრულიად სხვა რეალობაა, სადაც ტყუილს ტყუილზე აგებენ.
მათ სამყაროში ჯერ კიდევ არ არის ცნობილი ინფორმაცია, რომ ესპანეთმა, იტალიამ და რუმინეთმა კატეგორიულად უარყო ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ თითქოს ისინი არ იზიარებენ სასანქციო პოლიტიკას.
ივანიშვილი ჰპირდებოდათ მშვიდობას, მოიტანა არეულობა და ქაოსი ქვეყანაში - ახლა ეს გზავნილი აღარ მუშაობს და ახალ კონსპირაციულ თეორიებზე გადავიდნენ.