არავის ამ ქვეყანაში არ უნდა არეულობა. ხელისუფლების, მმართველი პარტიის, უფრო სწორად, გეგმებში, ზოგიერთი ჩვენც გვაქვს ნანახი, ძალიან აწვებიან იმას, რომ იქნება არეულობა, იქნება, რაღაც სამოქალაქო დაპირისპირება და რაღაცნაირად ამ სცენარს უწყობენ ხელს. ნაძვის ხის მომენტი იყო ამის დასტური, გუშინაც, ალბათ, იმედი ჰქონდათ და ამიტომ ამდენი პოლიციელი იყო თავმოყრილი თავისუფლების მოედანზე. შიგადაშიგ აბრალებენ პოლიტიკურ პარტიებს, რომ მათ უნდათ გადატრიალება, მათ უნდათ რევოლუცია და ამიტომ უნდა დაიჭირონ და ამიტომ უნდა გააუქმონ რაღაც პარტიები და ა.შ. მეც მაბრალებენ რადიკალიზმს, არ ვიცი, სად დაინახეს.
არა, არავის, ვინც არის შეგნებული ამ ქვეყნის მომავალი როგორი უნდა იყოს და როგორი გვინდა და ვისთან ერთად გვინდა, ჩვენ გვინდა ამ ქვეყნის მომავალი დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად, ევროპულ და ამერიკულ ქვეყნებთან ერთად, და ამისთვის ჩვენ არანაირი არეულობა არ გვაწყობს, გვაწყობს ქვეყნის განვითარება და ქვეყნის განვითარებას სჭირდება მშვიდობა, და თქვენ, რომელიც ამდენს ლაპარაკობდით ვითომ მშვიდობაზე რეალურად გვაშინებდით რაღაც ომის საფრთხით, გარე ომის საფრთხით, რომელიც ჯერ გაუგებარი და გაურკვეველი არის.
ახლა გინდათ, რომ დაგვაშინოთ შიდა ომით. არც ერთი არ გამოვა და არც მეორე. ეს ქვეყანა წავა თავისი გზით, მშვიდობიანად. გაივლის ახალი არჩევნების ეტაპს და იქნება ძალიან წარმატებული და ძლიერი.





