სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ ახალი არჩევნები 29 დეკემბრამდე ჩავნიშნოთ, მე იმას მაფიქრებინებს, რომ ქალბატონი სალომე პარალელურ სამყაროში ცხოვრობს, სადაც არჩევნები გაყალბდა და ინსტიტუტები და კონსტიტუცია არ არსებობს - ასე რომ, არ მგონია, მისი ეს განცხადება ვინმემ სერიოზულად მიიღოს. როგორც ჩანს, გარედან ძალიან მკაცრი დავალება მიიღო, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროს.
ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება
სეფაშვილი: ზურაბიშვილი პარალელურ სამყაროში ცხოვრობს, სადაც არჩევნები გაყალბდა
tbl.ge/70gg
დაკოპირდა

ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა სეფაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.
22 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილი ორბელიანების სასახლეში იმაზე სამსჯელოდ მიიწვია, როგორ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. პრეზიდენტი ამბობს, რომ ახალი არჩევნების დანიშვნის თარიღი 29 დეკემბრამდე უნდა შეთანხმდეს.
ამავე თემაზე
- კობახიძე: ჩვენ ევროკავშირს ღია და გამჭვირვალე დიალოგს ვთავაზობთ
- შაჰინი და რიში: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას
- ნიდერლანდების საგარეო აქციების წლისთავზე: ვაღიარებთ ქართველი ხალხის სიმტკიცეს
- ნორვეგიის საგარეო აქციების წლისთავზე: უკანონოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ
- მაკკლირი: ქართველებს მხარი უნდა დავუჭიროთ, საქართველო პუტინის ჰიბრიდული ომის ფრონტის ხაზზეა




