ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ჯეფრი საქსი: 3+3 ფორმატი სამხრეთ კავკასიის დიალოგის, მდგრადი განვითარების შესაძლებლობაა

მე ძალიან ვემხრობი და იმედი მაქვს, გულუბრყვილობაში არ ჩამომერთმევა ეს მრწამსი, სამს პლუს სამის ფორმატთან დაკავშირებით. ეს გულისხმობს სამხრეთ კავკასიის სამ სახელმწიფოსა და მათ გარშემო მდებარე სამ საერთაშორისო მასშტაბის ძალას შორის ნორმალურ, დინამიკურ დიალოგს, საერთო საინვესტიციო პროგრამებს, მდგრადი განვითარების სტრატეგიებს და წინ მიმავალ პრაქტიკულ ნაბიჯებს.

ამბობს TV იმედთან ინტერვიუში ჯეფრი საქსი, რომელიც კრემლის პროპაგანდისტული ნარატივების ხშირი გამავრცელებელია. [TV იმედის სინქრონული თარგმანი]

18 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო 3+3 ფორმატს შეუერთდებოდა. აღნიშნული ფორმატი გულისხმობს თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, რუსეთისა და ირანის კოოპერაციას რეგიონში "სტაბილურობისა და მშვიდობის" დასამყარებლად.

კომენტარები