ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

კობახიძე: კოჰაბიტაციის არავითარი ნიშანწყალი არ უნდა დარჩეს ამ ქვეყანაში

ჩვენ ვართ აბსოლუტურად მონდომებული, რომ ბოლომდე მივიყვანოთ რადიკალური ოპოზიციის სრულად განეიტრალების საქმე.

კოჰაბიტაციის არავითარი ნიშანწყალი არ უნდა დარჩეს ამ ქვეყანაში უახლოეს მომავალში და ლიბერალური ფაშიზმის არავითარი ნიშანწყალი არ უნდა დარჩეს ამ ქვეყანაში.

არათუ მათ რაიმე მოთხოვნას გავეკიდებით, პირიქით, ჩვენი მოტივაციაა, არც კოჰაბიტაციის და არც ლიბერალური ფაშიზმის არავითარი ნიშანწყალი არ დარჩეს ამ ქვეყანაში იმისათვის, რომ გაგრძელდეს საქართველოს შეუფერხებელი და სტაბილური განვითარება.

ირაკლი კობახიძე.

კომენტარები